26 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ბ-ნ გიორგი მარგველაშვილმა თავის სასახლეში მიიწვია რიოს ოლიმპიადის მონაწილეები მათ შორის ჩვენი ლუბა გოლოვინა და სალომე ფაჟავა.
ჩემპიონები და პრიზიორები პრეზიდენტის ბრძანებულებით გირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ.

დღეს ევროპის ტანვარჯიშის აღმასრულებელი კომიტეტი ონლაინ რეჟიმში შეიკრიბა, სადაც განიხილეს 2020 წლის სპორტულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატები ვაჟთა და გოგონათა შორის . აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციიდან შეტყობინების მიღების შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო რომ პანდემიის გამო, აზერბაიჯანში რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია 2020 წლის ბოლომდე, ევროპის ტანვარჯიშმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: - 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის ჩატარდება (ოლიმპიური კვალიფიკაციის გარეშე) დაგეგმილ ვადებში 2020 წლის 9 – დან 13 დეკემბრამდე, მაგრამ გადავა მერსინში (თურქეთში).