2014 წლის 28 თებერვლიდან - 3 მარტის ჩათვლით, ქალაქ მოსკოვში ჩატარდა ალინა კაბაევას სახელობის ჩემპიონთა თასი. (გაზპრომის 2014 წლის მოსკოვის გრან-პრი) რომელშიც წარმატებით იასპარეზა ქართველმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ. სულ მონაწილეობა მიიღო 32 ქვეყნის 40-მა სპორტსმენმა. სალომე ფაჟავამ ბაფთით ვარჯიშში დაიკავა მე-6 ადგილი, ხოლო გურზებით ვარჯიშში მე-4. ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენს მომავალში წინსვლა და უფრო დიდი გამარჯვებები.