რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ქალაქ გვადალახარაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში. ტურნირს ფორმატი ითვალისწინებდა მხოლოდ მრავალჭიდს, და მასში მონაწილეობა მიიღო ევროპის საუკეტესო 24 ტანმოვარჯიშემ. ამ ტანმოვარჯიშეებს შორის იყო საქართველოს ნაკრების ლიდერი სალომე ფაჟავა. სალომემ დაიკავა მე-6 ადგილი და მომავალ წელს, მინსკში გასამართ ევროპის მე-2 თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ამასთან ერთად, ევროპის ტანვარჯიშის კავშირის გენერალურმა სპონსორმა: SmartScoring-მა სალომე ფაჟავა დააჯილდოვა სპეციალური პრიზით -‘’მოელვარე ვარსკვლავი’’. ევროპის ტანვარჯიშის კავშირმა ამ ფაქტს სპეციალური ადგილიც დაუთმო თავის ვებ-გვერდზე. (იხილეთ UEG ბმული).
SmartScoring-ის გენერალურმა დირექტორმა ემინ მუხტაროვმა თავის სიტყვაში აღნიშნა რომ სალომემ მასზე წარუშლელი შტაბეჭდილება დატოვა მისი შეუპოვარობით და ერთულებით, და ასევე სალომე არის შთაგონების წყარო ახალგარზრდა სპორსმენებისთვის მთელს მსოფლიოში.
ვულოცავთ სალომეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგობ ვარსკვლავებს და გამარჯვებებს!