23 ივლისს, თბილისში, ოლიმპიურ პარკში გაიმართა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამშებზე გაცილების და ფიცის დადების ცერემონია. ოლიმპიურ პარკში შეიკრიბნენ ქვეყნის და დედაქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირები, სპორტის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, სახელოვანი ვეტერანი სპორტსმენები, სპორტის გულშემატკივრები.
ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ და ჩვენს ოლიმპიელებს წარმატებები უსურვეს საქართველოში : საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სპორტსმენთა სახელით შეკრებილებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა. ბოლოს, ოლიმპიელთა სახელით ფიცი წარმოთქვა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
სპორტსმენებს შორის იყვნენ ჩვენი ტანმოვარჯიშეები რომლებმაც მოიპოვეს რიოს ლიცენზიები : სალომე ფაჟავა (მხატრვრული ტანვარჯიში) და ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომები) და მათი მწვრთნელები და საქრთველოს ტანვარჯიშს სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კონსტანტინე ლაშხი.
ოლიმპიური პარკიდან ჩვენი ულიმპიური დელეგაციის წევრები გაემართნენ საქარველოს საქარიარქოში. ისინი დალოცა და გამარჯვებები უსურვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
გუშინ, გვიან ღამე, ჩვენი ოფიციალური ოლიმპიური დელეგაცია გაემგზავრა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.