2014 წლის 6-9 მარტს ქ. რიგაში ჩატარდა ''რიგის საერთაშორისო ტურნირი'', სადაც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. სულ მონაწილეობა მიიღო სახვადასხვა ქვეყნის 58-მა სპორტსმენმა ვაჟმა და 41-მა სპორტსმენმა გოგონამ. სენიორებში თავი გამოიჩინა ქართველმა ტანმოვარჯიშემ, პაატა ნოზაძემ. მრავალჭიდში მან დაიკავა III ადგილი; თავისუფალ ვარჯიშში III; ორძელში II ადგილი. ასევე წარმატებული აღმოჩნდა ეს ტურნირი იუნიორებისთვის, იოანე ჯიმშელეიშვილისთვის და ბიძინა სიჭინავასთის. იოანე ჯიმშელიშვილი თავისუფალი ვარჯიში: I ადგილი; ორძელი I ადგილი, ხოლო ბიძინა სიჭინავამ თავისუფალ ვარჟიშში დაიკავა II ადგილი. ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს და ვუსურვებთ მომავალში დიდ წინსვლასა და დიდ გამარჯვებებს.