ქართველი ტანმოვარჯიშეების მორიგი წარმატება რიგაში

2015 წლის 13 და 14 თებერვალს, ქ.რიგაში რიგის ტანვარჯიშის ოლიმპიური ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა IV საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში- "იგორ ვიხროვის თასი 2015". (იგორ ვიხროვი - პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებელი ლატვიის ისტორიაში.) შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 230-ზე მეტი სპორტსმენი ლატვიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან და საქართველოდან.

ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა არნახულ წარმატებებს მიაღწიეს:

ბიჭები: იოანე ჯიმშელეიშვილი - მრავალჭიდი - III, თავისუფალი ვარჯჯიში - I. პაატა ნოზაძე - ტაიჭი - I. ნოდარ ლიონიძე - ორძელი - I.

გოგონები: ნატო ძიძიგური - მრავალჭიდი - II, ბჯენითი ხტომები - I, დვირი - I. მაგდა რობაქიძე - მრავალჭიდი - I, დვირი - I, თავისუფალი ვარჯიში - I, ბჯენითი ხტომები - I, ორძელი - I.

სურათები