ყოველწლიურად, მაისში, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ტარდება საერთაშორისო ტუნრირი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელიც ატარებს ოლიმპიური ჩემპიონის დიტიატინის სახელს.
წელს ტურნირმა უმსაპინძლა 12 ქვეყნის ასამდე სპორტულ ტანმოვარჯიშეს. მათ შორის იყვნენ ჩვენი ნაკრები გუნდის ტანმოვარჯიშეებიც.
კონსტანტინ კუზოვკოვმა მშვენივრად იასპარეზა და თავისუფალ ვარჯიშში მოიპოვა პირველი ადგილი და ბჯენით ხტომებში გავიდა მესამე ადგილზე.
ვულოცავთ მას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!