ნელი სალაძის თასი-2017

ახლახან, ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის დარბაზში დასრულდა IX საერთაშორისო ტურნირი ‘’ნელი სალაძის თასი-2017’’.

ქალბატონი ნელი გახლავთ--საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. იგი არის სსრკ ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 1962), სსრკ უნივერსიადის გამარჯვებული (1964). მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქრთველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-93), რომლის დროსაც ჩვენი ნაკრების წევრებმა მიაღწიეს უდიდეს წარმატებებს. მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟნაია, მაია ნადიბაიძე, ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა 1979 წელს. იგი დასახელებული იყო წლის საუკეთესო მწვრთნელად 1979 წელს, და შეყვანილია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში და ასევე არის სსრკ დამსახურებული მწვრთნელი და საქრთველოს ორდენის კავალერი.

რაც შეეხება, ტურნირს, მასში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, ყატარისა და სომხეთის ორ გუნდთან ერთად (ერევანი, გიუმრი), ბათუმის ტანვარჯიშის სკოლის, ნელის სალაძის აკადემიისა და თბილისის ოლიმპიური მზადების ცენტრის ტანმოვარჯიშეებმა.

საინტერესო პაექრობა გაიმართა იუნიორთა შორის, სადაც მრავალჭიდში პირველობა არავის დაუთმა და ნელი სალაძის თასს დაეუფლა რუსეთის წარმომადგენელი ელიზავეტა მახოშვილი (ასტრახანის ტანვარჯიშის სკოლა).

ცალკეულ სახეობების ფინალებში სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს: ნატალია თაბაგარმა, ნუცა ჯანაშვილმა, ნუცა გორჯოლაძემ, მერი პოღოსიანმა, მეგი ინწკირველმა, ელვარდ კარახანიანმა და ანა ჭყოიძემ.

ასევე საინტერესო გამოდგა ასპარეზობა უმცროსი ასაკის ტანმოვარშეებს შორისაც. პატარებმა შესანიშნავი ოსტატობა გამოავლინეს. გამოჩნდა, რომ ქართულ მხატვრულ ტანვარჯიშს კარგი მომავალი თაობა ეზრდება.

სურათები