ყოველი ოლიმპიური ციკლის დასრულების შემდეგ, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია, ტანვარჯიშის ყველა დისციპლინაში მსაჯებისთვის ატარებს გამოცდებს. მხოლოდ ის მსაჯები ვინც წარმატებენ ჩააბარებენ გამოცდებს იმსაჯებენ სხვადასხვა დონის საერთაშორისო ჩემიონატებზე და ტურნირებზე და ასევე ოლიმპიურ თამაშებზე.
მიმდინარე წლის 17-21 იანვარს, ქ.ბაქოში გაიმართა ინტერკონტინენტალური საერთაშორისო კურსები მხატვრულ ტანვარჯიშში. ამ კურსებზე საქრთველოდან მონაწელიობა მიიღეს ჩვენმა მოწინავე მსაჯებმა : ელისო ბედოშვილმა და ბელა კობალაძემ. მათ მშვენივრად გაართვეს თავი გამოცდებს, და ორივემ მიიღეს პირველი კატეგორია ინდივიდუალური ასაპარეზობების სამსაჯოდ. რაც შეეხება ჯგუფების მსაჯობას, აქ ელისო ბედოშვილმა მიიღო მეორე კატეგორია და ბელა კობალაძემ მესამე კატეგორია.
ვულოცავთ ჩვენ მსაჯებს ასეთ წარმატებას, და ვუსურვებთ ყველაფერ საუკეთესოს უკვე ტურნირებზე .
იმედს ვიტოვებთ რომ ჩვენი დანარჩნი მსაჯები რომლებიც აბარებენ ამჟამად გამოცდებს და კიდევ მალე ჩააბარებენ ასვე წარმატებით გაართმევენ თავს.