მხატვრულ ტანვარჯიში: ჩვენი მსაჯების კიდევ ერთი წარმატება

მიმდინარე წლის 29 იანვრიდან 4 თებერვლამდე, ქ. მსოკოვში გაიმართა მსაჯების საერთაშორისო კურსები მხატვრულ ტანვარჯიშში, და ასეთივე კურსები გაიმართა

10 მარტიდან-16 მარტამდე ქ.კიევში.

ესეთი კურსები იმართება ოლიმპიური ციკლის დასრულების შემდეგ. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია, ტანვარჯიშის ყველა დისციპლინაში მსაჯებისთვის ატარებს გამოცდებს. მხოლოდ ის მსაჯები ვინც წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს იმსაჯებენ სხვადასხვა დონის საერთაშორისო ჩემიონატებზე და ტურნირებზე და ასევე ოლიმპიურ თამაშებზე.

მოსკოვის კურსებზე მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით ჩააბარეს, ჩვენი ფედერაციის შემდეგმა მსაჯებმა: ინგა კიკვაძე--მიიღო მე-3 კატეგორია , ინდივიდუალურების ვარჯიშების მსაჯობაში; თამილა ტლაშაძე--მიიღო მე-4 კატეგორია , ინდივიდუალურების ვარჯიშების მსაჯობაში; ნინო კიკვაძე--მიიღო მე-4 კატეგორია , ინდივიდუალურების ვარჯიშების მსაჯობაში; და მარინე მორბედაძე--მიიღო მე-4 კატეგორია , ინდივიდუალურების ვარჯიშების მსაჯობაში.

რაც შეეხება კიევის გამოცდებს აქ ორივე გამოცდა წარმატებით ჩააბარა თინათინ ნადირაშვილმა და მიიღო როგორც ინდივიდუალურების ვარჯიშების მსაჯობაში, ასევე ჯგუფების მსაჯობაში მე-3 კატეგორიის ბრევე.

ვულოცავთ ჩვენ მსაჯებს ასეთ წარმატებას, და ვუსურვებთ ყველაფერ საუკეთესოს უკვე ტურნირებზე .