მართა პანინის კომპოზიციები

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მოწვევით თბილისში, იტალიიდან, ჩამოსული იყო მართა პანინი, რომელიც არის ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მხატვრულ ტანვარჯიშში , ჯგუფურ ვარჯიშში, იტალიის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში, ასევე არის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი. მოწვევის მიზანი იყო ის რომ მართას ჩვენ მწვრთნელებთან ერთად უნდა დაედგათ მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს ჯგუფური ნაკრები გუნდისთვის ახალი კომპოზიციები ყველა საგნისთვის.

ბოლოს ჩვენი ჯგუფური ნაკრები გამოდიოდა 2010 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქ.ბრემენში (გერმანია), მანადმე 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ქ. მიეში (იაპონია) და 2007 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი). 2010 წლის შემდეგ იყო წყვეტა და წელს შეიკრიბა ახალი ჯგუფი რომელიც დაკომპლექტებულია შემდეგი ტანმოვარჯიშეებით: მარიამ ყუფუნია, ირინა კაკაბაძე, თამარ ხელაძე, ნატელა ბოლატაევა, ელინა ვალიევა და სალომე ურუშაძე. მათ ვარჯიშებს უხელმძღვანელებენ ქ-ნი ნელი სალაძე -ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მხატვრულ ტანვარჯიშში, ელისო ბედოშვილი-ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი და ჯგუფურების ნაკრების მწვრთნელები: თინათით ნადირაშვილი და ინგა კიკვაძე.

ჩვენ მადლობა გვინდა გადაუხადოთ იტალიის ტანვარჯიშის ფედერციას და კერძოდ მართა პანინის გაწეული დახმარებისთვის და თანამშრომლობისთვის.

ასევე, გვინდა წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გოგონებს მომავალ ასაპარეზობებში.

სურათები