კუზოვკოვი თასს დაეუფლა

აზერბაიჯანის დედაქალაქმა 16-19 მარტს უმასპინძლა მსოფლიო თასის გათამაშებას სპორტულ ტანვარჯიშში. სულ მონაწეილეობდა 85 ხუთი ვაჟი ტანმოვარჯიშე და 35 გოგონა, 21 ქვეყნიდან.

ასპარეზობის პირველი ორი დღე დაეთმო საკვალიფიკაციო ეტაპებს, და ბოლო ორი დღე იყო ფინალები. ფინალებში გათამაშდა ვაჟებში 6 მედლის კომპლექტი და გოგონებში 4 მედლის კომპლექტი, 2017 წლიდან შემოღებული ახალი წესების შესაბამისად.

ტურნირზე მონაწილეობა მიიღეს მარალი დონის სპორტმსმენებმა , ისეთები როგორებიც არიან: ოლიმპიური ჩემპიონი ელეფერიოს პეტრუნიასი (საბერძნეთი), კრისტიან ბერკი (უნგრეთი), ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ფილიფ უდე (ხორვატია), ევროპის ჩემპიონი ალექსანდერ შატილოვი (ისრაელი), და ასევე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კატალინა პონორი (რუმინეთი) და ოლიმპიური ჩემპიონი ოქსანა ჩუსოვიტინა (უზბეკეთი).

საქრთველოდანაც, მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე ტანმოვარჯიშემ ვერ მიიღო მონაწილეობა ტრვმების გამო, ასპარეზობაში მიიღეს მოანწიელობა; 3 ვაჟმა ტანმოვარჯიშემ და ერთმა გოგონამ. მათ კარგად გაართვეს თავი და ორი მათგანი ფინალში ასაპარეზობდა: მარია ბუცკიხი თავისუფალ ვარჯიშში მე-8 ადგილზე გავიდა, და კონსტანტინე კუზოვკოვი ბჯენით ხტომებში მე-7 ადგილზე გავიდა, და ასევე, საბა აბესაძე იყო ფინალისტების სიაში, როგორც პირველი სარეზერვო ტანმოვარჯიშე.

და რაც მთავარია, და ძალიან სასიხარულოა, ის რომ ჩვენმა ტანმოვარჯიშემ კონსტანტინე კიზოვკოვმა მიიღო ტურნირის თასი. ყველა სპეციალისტი აღნიშნავდა რომ კონსტანტინე არის ძალიან პერსპექტიული ტანმოვარჯიშე.

ვულოცავთ კონსტანტინეს და ვუსურვებთ მას და მთლიანად ჩვენ ეროვნულ ნაკრებს წარმატებებს მომავალ ტურნირებზე.

სურათები