ხუთი მედალი კიევიდან

წინა კვირას კიევში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში‘’უკრაინის საერთაშორისო თასი 2018’’. ეს ტურნირი ტარდება უკრაინელი ტანმოვარჯიშის ქალბატონი სტელა ზახაროვის პატივსაცემად, რომელიც იყო ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი.

ამ ტურნირში მონაწილეობა მიიღო 17 ქვეყნის 150 ტანმოვარჯიშემ.

ტურნირზე მონაწილობა მიიღეს ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმაც. მათ მშვენივრად იასაპარეზეს და დაეფლნენ ხუთ მედალს.

ბიზინა სიჭინავამ , იუნიორების ასპარეზობაში, დაიკავა ოთხი მე-2 ადგილი: მრავალჭიდი, რგოლებით ვარჯიში, ღერძზე ვარჯიში და ბჯენით ხტომები.

საბა აბესაძემ დაიკავა მე-2 ადგილი რგოლებით ვარჯიშში, სინიორებს შორის.

ვულოცავთ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს.

სურათები