ილია გიორგაძე-საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია ყოველი ოლიმპიური ციკლის დასრულების შემდეგ ატარებს სემინარებს და გამოცდებს მსაჯებისთვის. მხოლოდ ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მსაჯებს ენიჭებათ საერთაშორისო კატეგორია და უფლება ეძლევათ რომ იმსაჯონ ახალ ოლიმპიურ ციკლში.
აქედან გამომდინარე ბრატისლავაში (სლოვაკია) ორი კვირის წინ ჩატარდა პირველი ინტერკონტინენტალური კურსი-გამოცდა სპორტულ ტანვარჯიშში მამაკაც მსაჯებისთვის .
ამ კურსზე ჩვენი ფედერაციიდან გამოცდებს აბარებდა ილია გიორგაძე. ილიამ მშვენივრად გაართვა თავი როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ გამოცდა და მიიღო უმაღლესი ქულები. ამგვარად მას მიენიჭა სპორტულ ტანვარჯიშში I-კატეგორიის მსაჯის ბრევე.
ვულოცავთ მას ასეთ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს. ასევე, იმედი გვაქვს რომ დანარჩენი ჩვენი მსაჯებიც წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს ყველა დისციპლინაში.

სურათები