მიმდინარე წლის, 20 მაისს, საქრთველოს ეწვია მეგობრული ვიზიტით იაპონიის ტანვარჯიშის ასოციაციის გენერალური მდივანი ბ-ნი მორინარი ვატანაბე. მას დახვდა და მასპინძლობა გაუწია საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი კონსტანტინე ლაშხი. მათ მოინახულეს თბილისში მდებარე ტანვარჯიშის ბაზები.ასევე პრეზიდენტმა გააცნო სტუმარს საქართველოში ტანვარჯიშის მიმდინარე მდგომარეობა და მომავლი გეგმები.ბატონი ვატანაბე კმაყოფილი დარჩა ვიზიტით და ძალიან მოეწონა საქართველო. შეხვედრის დროს გამოითქვა მომავალი თანამშრომლობის სურვილი.