გიორი 2017

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია 22 ივლისს გაემგზავრა უნგრეთის ქალაქ გიორში, რომელმაც 23-29 ივლისს უმასპინძლა ევროპის მე-14 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. გიორმა ესტაფეტა თბილისისგან მიიღო - ორი წლის წინ ჩვენთან წარმატებით ჩატარდა ანალოგიური შეჯიბრება.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში სპორტის 10 სახეობა იყო შეტანილი. გიორში მივლინებული 33 ქართველი სპორტსმენმა იასპარეზა სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში, ჩოგბურთი, კანოე, ველოსპორტი, ცურვა).

მათ შორის იყო საქრთველოს ტანვარჯიშის სახეობაა ეროვნული ფედერაციის დელეგაციაც, შემდეგი შემადგენლობით: კონსტანტინე ლაშხი-პრეზიდენტი, რუსუდა სიხარულიძე--მსაჯი, ბესარიონ გმასახურდია -მსაჯი, სოფიო მანაგაძე- მწვრთნელი, თამაზ გოგინაშვილი -მწვრთნელი, ანნა სუბბოტინა- ტანმოვარჯიშე, ლალი დეკანოიძე- ტანმოვარჯიშე, ბიძინა სიჭინავა- ტანმოვარჯიშე და ლევან სხილაძე- ტანმოვარჯიშე.

ეს პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო ჩვენი ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეებისთვის და მათ კარგად გაართვეს თავი ამ გამოწვევას. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი გუნდები შედგებოდა მხოლოდ ორ-ორი ტანმოვარჯიშისაგან, ბიჭებმა გუნდური 22-ე ადგილი დაიკავეს, და რაც შეეხება გოგონებს მათ გუნდური მე-9 ადგილია დაიკავეს, რაც ძალიან კარგია შედეგია. გარდა ამისა ორივე გოგონა გავიდა მრავალჭიდის ფინალში.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს და იმედი გვაქვს რომ მომავალ ტურნირებზე უფრო წარმატებულად იასპარეზებენ.

სურათები