საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადებისცდარეს ულოცავს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მხატვრულ ტანვარჯიშში სალომე ფაჟავას. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას ყვრლა წამოწყებულ საქმეში.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის დედაქალაქში დასრულდა გრან–პრი მხატვრულ ტანვარჯიშში. ჩვენმა წამყვანმა მხავტრულმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ გურზებით ვარჯიშშ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, მრავალჭიდის ჯამში სალომემ მე–6 ადგილი დაიკავა და ცალკეულ სახეობებში : რგოლით, გურზებით და ბურთით ვარჯიშებში ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
გურზებით ვარჯიშში ფაჟავამ 19,300 ქულა დაიმსახურა და მესამე ადგილი ხვდა წილად.