ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა

მიმდინარე წლის 5 ნომებერს, დიღომში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე გაიმართა საქრთველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა. ამ ყრილობაზე დელეგატების მიერ ერთხმად არჩეული იყო ფედერაციის ხემლმძღვანელობა:

პრეზიდენტი: ბ-ნი კონსტანტინე ლაშხი

გენერალური მდივანი: ქ-ნი რუსუდან ხოფერია (მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ბატუტზე ხტომებში, მსაოფლიო თასების მრავალგზის გამარჯვებული, საერთაშორისო კატეგრიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი, საქრთველოს სპორტის რაინდი, საუკუნის სპორტსმენი

პირველი ვიცე-პრეზიდენტი: ქ-ნი რუსუდან სიხარულიძე (მსოფლიო ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიშში, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენი კავალერი, საუკუნის სპორტსმენი

ვიცე-პრეზიდენტი მხატვრულ ტანვარჯიშში: ქ-ნი ნელი სალაძე (სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელი, საქრთველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი, საუკუნის მწვრთნელი

ვიცე-პრეზიდენტი სპორტულ აკრობატიკაში: ქ-ნი ინგა გიორგობიანი (ორგზის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი სპორტულ აკრობატიკაში, სსრკ დამსახურებული სპორტის ოსტატი)

ვიცე-პრეზიდენტი სპორტულ ტანვარჯიშში: ბ-ნი ბესარიონ გამსახურდია (საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპორტის ოსტატი)

ვიცე-პრეზიდენტი ბატუტზე ხტომებში: გიორგი ფუტკარაძე (მსოფლიო თასების მრავალგზის ფინალისტი, სპორტის ოსტატი).

სურათები