ფაჟავას ოქრო ჰოლონიდან

მიმდინარე წლის 16–17 მაისს ისრაელის ქალაქ ჰოლონში გაიმართა გრან პრი მხატვრულ ტანვარჯიშშ. ამ ტურირში მონაწილეობა მიიღეს უძლიერესმა ტანმოვარჯიშეებმა, მათ შორისა იყო ჩვენი ნაკრების ლიდერი სალომე ფაჟავა. როგორც ყოველთვის სალომემ გამოავლინა მებრძლოლი ხასიათი და მშვენივრად იასპარეზა.

მრავალჭიდში სალომემ დაიკავა მე–6 ადგილი. ასევე გავიდა ცალკეული საგნებით ვარჯიშის ფინალებში სადაც რგოლით ვარჯიშში მეხუთე ადგილი დაიკავა.

და რაც მთავარია, სალომემ ოქროს მედალი აიღო გურზებით ვარჯიშის ფინალში, სადაც უკან მოიტოვა ვლადა ნიკოლჩენკო (უკრ) და ეკატერინა სელეზნიოვა (რუს).

  1. სალომე ფაჟავა (საქრთველო)––18.600 ქ.
  2. ვლადა ნიკოლჩენკო (უკრაინა)–18.450 ქ.
  3. ეკატერინა სელეზნიოვა (რუს)–18.350 ქ.

ვულოცავთ სალომეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

სურათები