ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში

რიოს ოლიმპიდამდე არც ისე დიდი დრო რჩება, და აქედან გამოდინარე სპორტსმენები იყნებენ ყველა შესაძლებლობას რომ გამოვიდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე, და რა თქმა უნდა განსაკუთრებულია ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა.

მიმდინარე წლის 17-19 ივნისს, 37 ქვეყნის მხატვრული ტანმოვარჯიშეები მონაწილეობდნენ წლევანდელ ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც ისრაელურმა ჰოლონმა უმასპინძლა. უფროსებში მედლებისთვის ბრძოლაში მხოლოდ 20 საუკეთესო სპორტსმენი ჩაება, ანუ ისინი, რომლებმაც შარშანდელ კონტინენტის პირველობაზე მოიპოვეს აღთქმულ ქვეყანაში გამგზავრების უფლება.

ჩვენი ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა სალომე ფაჟავამ, სალომემ ყველა საგნით სტაბილურად იასაპარეზა. სალომე ფაჟავამ (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე) 73.433 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა - იანა კუდრიავცევამ, (76.082), მარგარიტა მამუნმა (ორივე-რუსეთი, 75.632), ჰანა რიზატდინოვამ (უკარაინა, 75.299), ასევე, მელიტინა სტანიუტამ (ბელარუსი, 73.715) გაუსწრეს.

ეს ძალიან კარგი შედეგია, მშვენიერია რომ სალომე სულ ლიდერებს შორის ტრიეალებს, და ჩვენც იმედი გვაქვს რომ რიოში წარმატებით იასპარეზებს.

სურათები