15 თებერვალს, მოსკოვში გაიმართა გრან-პრი მხატვრულ ტანარჯიშში, რომელიც იყო საკვალიფიკაციო ტურნირი ბუენოს-აირესში (არგენტინა) წელს გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიების მოსაპოვებლად.
ტურნირში მონაწილოება მიიღეს მხოლოდ 2003 წელს დაბადებულმა ტანმოვარჯიშეებმა. სულ იასპარეზა 33 ქვეყნის 56 ტანმოვარჯიშემ და მხოლოდ 18 საუკეთესო ტანმოვარჯიშემ შეეძლო ლიცენზიის მოპოვება თავისი ქვეყნისთვის. ეს ლიცენზია არ არის სახელობითი და მხოლოდ ერთი ლიცენზიის მოპოვება შეეძლო ქვეყანას.
გრანპრიზე მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმაც: ქეთევან არბოლიშვილი და ანა ჭყოიძე. ქეთევან არბიოლიშვილმა 50,300 ქულით დაიკავა მე-20 ადგილი და ამით მოუპოვა საქართველოს ბუენოს-აირესის ლიცენზია.
ვულოცავთ ქეთევანს ამ წარმატებას, ასევე მის პირად მწვრთნელს ქ-ნ ბელა კობალაძეს და ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ქ-ნ ელისო ბედოშვილს.
ვუსურვებთ მათ მომავალ წარმატებებს!