ბატუტისტების წარმატება მოგილიოვში

მიმდინარე წლის 28 ნოემბერიდან -2 დეკემებერამდე ბელარუსის ქალაქ მოგილიოვში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში, სადაც მონაწილეობდა 10 გუნდი. ტურნირი ტარდებოდა ასაკობრივ ჯგუფებს შორის, როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში.

ამ ტურნირზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტანავრიჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ბატუტზე ხტომებში ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდმა.

ბატუტისტებმა საკმაოდ კარგად იასპარეზეს და დაეუფლნენ 5 მედალს.

2005 წელს დაბადებული--ინდივიდუალური ასპარეზობა--გოგონები:

I ადგილი დაიკავა ვიოლეტა ბორდილოვსკაიამ (ბელარუსი), II ადგილი დაიკავა მარიამ ჯიქიამ (საქართველო), III ადგილი დაიკავა მარი რაგიმოვამ (საქართველო)

2001-2004 წლებში დაბადებულები--ინდივიდუალური ასპარეზობა--გოგონები:

I ადგილი დაიკავა პოლინა შედკომ (ბელარუსი), II ადგილი დაიკავა ანა აფაქიძე (საქართველო), III ადგილი დაიკავა ვიქტორია კუიდანმა (საქრთველო)

2000 წელს დაბადებულები და უფროსები-სინქრონული ხტომები---ვაჟები:

I ადგილი დაიკავა წყვილმა: არტიომ იაკიმოვი და მიხაილ მოროზოვმა (ბელარუსი),

II ადგილი დაიკავა წყვილმა: ნიკიტა ილინიხ და ევგენი განკოვიჩი (ბელარუსი),

III ადგილი დაიკავა წყვილმა: გიორგი ავლოხაშვილი და გიორგი ნაცვლიშვილი (საქრთველო)

აღსანიშნავია რომ ახალაგაზრდულმა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა ასეთი რანგის ტურნირში. გასახარია რომ მოდის მომავალი თაობა რომელიც აგრძელებს იმ დიდ წარმატებებს რომელიც ბატუტზე მხტომელებს აქვთ.

ეს არიან ის სპორტსმენები რომლებიც 2017 წლის მსოფლიოს ასაკობრივ ჯგუფებს შორის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

სურათები