მ/ წლის 19- 24 სექტემბერს ბულგარეთის ქ. კუშტენდილში ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში, სადაც მონაწილეობდა 5 ქვეყანა : საქართველო , უკრაინა, საბერძნეთი, იტალია და ბულგარეთი ( 12 გუნდი). სულ შეჯიბრში გამოდიოდა 200 სპორტსმენამდე. საქართველოდან მონაწილეობდა 9 სპორტსმენი ( 2 ვაჟი, და 7 გოგონა). ჩვენი სპორტსმენები წარმატებით გამოვიდნენ და დაიკავეს შესაბამისი ადგილები.
სინქრონი.
9 – 10 წლიანებში.
მაია ბოჭორიძე - ანა ლაპიაშვილი - ოქროს მედლები
13 – 16 წლიანებში.
ანანო აფაქიძე - მარი რაგიმოვი - ოქროს მედლები
ინდივიდუალური
8 წლიანებში
ნია წითაძე - ვერცხლის მედალი
9 – 10 წლიანებში.
მაია ბოჭორიძე - ოქროს მედალი
ანა ლაპიაშვილი - ვერცხლის მედალი
11 – 12 წლიანებში.
მარი რაგიმოვი - ვერცხლის მედალი
13 – 16 წლიანებში.
სოფიკო დაშნიანი - ვერცხლის მედალი
ანანო აფაქიძე - 4 ადგილი
თამაზ ლომსაძე - 5 ადგილი
ვულოცავთ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!