თბილისის ჭადრაკის სასახლის სხდომათა დარბაზში 17 ნოემბერს გაიმართა ტანვარჯიშის სხეობათა ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, სადაც არჩეულ იქნა ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ბ-ნ კონსტანტინე ლაშხი, გენერალური მდივანი ქ-ნ რუსუდან ხოფერია, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქ-ნ რუსუდან სიხარულიძე. რადგანაც ორგანიზაცია რამდენიმე სახეობას აერთიანებს, ასევე არჩეულ იქნენ სხვადასხვა სახეობების მიხედვით ახალი ვიცე-პრეზიდენტები. მხატვრულ ტანვარჯიშში ვიცე-პრეზიდენტი ქ-ნ ნელი სალაძე, სპორტულ ტანვარჯიშში ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნ ბესარიონ გამსახურდია, სპორტულ აკრობატიკაში ვიცე-პრეზიდენტი ქ-ნ ინგა გიორგობიანი, ბატუტზე ხტომებში ვიცე-პრეზიდენტი ქ-ნ ლუბა გოლოვინა.