ვერცხლი კი ავიღეთ, მარა ოქროს გოგოები არიან

ამ წუთებში რიმინიში (იტალია) დასრულდა ევროპის ჩემპიონატის გუნდური ასპარეზობა ბატუტზე ხტომებში სინიორ გოგოებს შორის. ჩვენმა გოგოებმა: ლუბა გოლოვინამ, ანანო აფაქიძემ, თეონა ჯანჯღავამ და სოფიო დაშნიანმა ამჯერდაც მშვენივრად იასპარეზეს და დაიკავეს მეორე საპრიზო ადგილი!

ეს არის ისტორიული წარმატება! ვულოცავთ გოგოებს და სრულიად საქართცელო ამ წარმატებას!