უნგრული წარმატება

29-30 ივნისს, ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,,JUNIOR CUP'' ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრებმა: ნინო კვანტალიანმა და ელენე წულუკიძე. გოგონებმა, გუნდურ ჩათვლაში მოიპოვეს ვერცხლის მედლები. ხოლო ფინალში, ცალკეულ საგნებში ნინო კვენტალიანმე მოიპოვა ვერცხლის მედალი ბაფთით ვარჯიშში ( მწვრთნელი ელისო ბედოშვილი). ელენე წულუკიძემ ასევე ვერცხლის მედალი რგოლით ვარჯიშში ( მწვრთნელები : ლალი დოლიძე ჯანთეზ და მარიამ ჯანთეზი ). ვულოცავთ გოგოებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!