ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია - განათლება და განვითარება

არც ისე დიდი ხნის წინ მსაჯი უნდა დაყრდნობილიყო საკუთარ შენახულ ვიდეოებს , ან იმას, რასაც YouTube- ზე ნახავდა, იმისთვის რომ მომზადება დაეწყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდისთვს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ბარდება , საერთაშორისო კატეგორიის ბრევეს მისაღებად. ამასობაში, მწვრთნელებს პრაქტიკულად არ ქონდათ წვდომა ოფიციალურ ინფორმაციაზე, რაც მათ საშუალებას აძლევდა დაენახათ, თუ როგორ იყენებდნენ მსაჯები გამოკლებებს ან აფასებდნენ სირთულეებს. მაგრამ დრო შეიცვალა! ახლა არსებობს ინტერაქტიული პროგრამა ტანვარჯიშის შესასწავლად - ოფიციალური FIG Gymnastics Interactive პროგრამა - მხატვრული, სპორტული, ბატუტზე ხტომების, აკრობატული და აერობუკლი ტანვარჯიშისთვის. ამერიკელი დუგლას ჰილსის მიერ შექმნილია პროგრამა, მსოფლიოში მსაჯებს აქვთ წვდომა ვიდეოებზე, პრაქტიკული ტესტებისა და ანალიზის შესაძლებლობა, მათ შესთავაზებენ საერთო სასწავლო მასალებს, რომ მოემზადონ ტესტისთვის ან ივარჯიშონ ყველა შეჯიბრის დაწყებამდე. ამ პროგრამამ არა მხოლოდ რევოლუცია მოახდინა მსაჯთა განათლების სფეროში, რაც ბრევეს და ეროვნული მსაჯების სასარგებლოდ გამოირჩეოდა, არამედ მისი პედაგოგიური საშუალებები ასევე დიდ ინტერესს იწვევს მწვრთნელებსა და ტანმოვარჯიშეებშიც. მწვრთნელებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ იყენებენ წესებს მსაჯები და პროგრამა შეიცავს ვიდეო სავარჯიშოების და კლიპების ტექნიკურ ანალიზს, რომლებიც დამტკიცებულია შესაბამისი დისციპლინის ტექნიკური კომიტეტის მიერ. წესების ცოდნა მწვრთნელის ერთ-ერთი უდიდესი აქტივია. ტანმოვარჯიშეებსაც შეუძლიათ გამოიყენონ პროგრამა, რომ ნახონ ელემენტის შესრულების სწორი ტექნიკა, ან იპოვონ ახალი ელემენტები მათი სავარჯიშოებისათვის. ტანვარჯიში არის სპორტი, რომელიც მუდმივად ვითარდება, პროგრამა რეგულარულად განახლდება. ყოველთვიურად ხელმისაწვდომია ახალი ვიდეოები და ანალიზი, რაც მსაჯებს, მწვრთნელებსა და ტანვარჯიშის მოყვარულებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს ივარჯიშონ მათი ეკრანების წინ. ინტერნეტით დაფუძნებული პროგრამის გამოწერა: http://www.web-sts.com -უფასოა მსაჯებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო კატეგორიის ბრევე აქვთ. -გამოწერა: 40 აშშ დოლარი წელიწადში ან 4 აშშ დოლარი თვეში.