ტანვარჯიშის კონგრესი ბაქოში

1–3 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქმა უმასპინძლა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესს. კონგრესში მონაწილეობა მიიღო ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებულმა ყველა ფედრაციამ.

დელეგატებს შორის იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონო კონსტანტინე ლაშხი. ბატონი ლაშხი კონგრესზე შეხვდა მის კოლეგებს სხვადასხვა ფედერაციებიდან და ასევე ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის და ტანვარჯიშის ევროპის კავშირის სხვდასხვა ხელმძღვანელ პირებს. შეხვედრებზე განხილული იყო საქართველოში ტანვარჯიშის განვითარების გეგემები.

კონრესმა მიიღო მნიშვენელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის იყო მაგალითად:

––‘’ტანვარჯიშის ეთიკის ფონდის’’ როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის ჩამოყალიბება

––შემდეგი კონგრესი ჩატარდება თურქეთის ქალაქ ანტალიაში, 23–25 ოქტომბერს 2020.

––ამ დღეისთვის ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებულია 148 წევრი ფედერაცია, სადაც 50 არის ევროპიდან, 37 აზიიდან, 30 სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკებიდან, 24 აფრიკიდან, და 7 ოკეანეთიდან.

გარდა ამისა, აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული იყო შემდეგი გადაწყვეტილებები:

––დამტკიცდა შეჯიბრების ფორმატი სპორტულ ტანვარჯიშში იუნიორთა შორის პირველი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ჩატარდება გიორში (უნგრეთი) 27–30 ივნისი 2019, და ასევე, მხატვრულ ტანვარჯიშში იუნიორთა შორის პირველი მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომელიც ჩატარდება მოსკოვში (რუსეთი) 19–21 ივლისი 2019. ორივე ტურნირი იქნება სატესტო.

––ამ კონგრესის დროს ასევე რამდენჯერმე შეიკრიბა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის ხელმძვანელობა და მათ მიიღეს ჩვენთვის ძალიან სასიხარული გადაწყვეტილება. ‘’ევროპის ტანვარჯიშის კავშირის’’ საპრეზიდენტო საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტის სამუშაო შეხვდერები მომავავლი წლის აგვისტოში გაიმართება ქალაქ ბათუმში.

ეს ძალიან მნიშვენელოვანი მოვლენა იქმება როგორც საქართველოს ტანვარჯიშის განვითარებისთვის ასევე, ზოგადად საქართველოსთვის.