საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება რომ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ოთარ მიქელაძე.

ოთარ მიქელაძე მრავალი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ვაჟების ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელი. მას აღზრდილი ჰყავს საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია, მწვრთნელთა და სპორტსმენთა კოლექტივი, და ვეტერანი ტანმოვარჯიშეები სამძიმარს უცხადებენ ოჯახის წევრებს და ნათესავებს. გასვენებაა სამშაბათს, სავარაუდოდ მისი სახლიდან. ის ცხოვრობდა გარეკახეთის ქ. #4-ში, ბოლო სადარბაზო, მე-7 სართული.