დღეს, ჩვენი ოლიმპიელი სალომე ფაჟავა მიემგზავრება ტოკიო2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე. გვინდა ვუსურვოთ სალომეს ბედნიერი მგზავრობა და წარმატებული გამოსვლა. შეგახსენებთ, მხატვრული ტანვარჯიშის ასპარეზობა გაიმართება 6-8 აგვისტოს!

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს გაზეთ ''ლელოს'' მთავარ რედაქტორს, სპორტის რაინდს, ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მუშაკს, ბატონ ტენგიზ გაჩეჩილაძეს ''საქართვლეოს დამსახურებული ჟურნალისტის'' წოდების მინიჭებას. გილოცავთ ბატომო თენგიზ და გისურვებთ მომავალ წარმატებებს.