საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში GOLDEN JUMP

12-16 მაისს ქ.თბილისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში „GOLDEN JUMP“-ი. აღნიშნული ტურნირზე მონაწილეობა მიიღო: აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის, ყაზახეთის, ლატვიის და საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა. სასიახარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა, წარმატებით იასპარეზა და 10 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირმა დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა. ყველა მონაწილე ფედერაცია და მათი წევრები აღფრთოვანებულები იყვნენ ტურნირით, იყო ბევრი ზარი და შეტყობინება სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც გვილოცავდნენ ტურნირის წარმატებულად ჩატარებას და იმედს იტოვებდნენ, რომ ტურნირი გახდება ტრადიციული და მათაც ექნება საშუალება რომ მასში მიიღონ მონაწილეობა.. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის სახელით დიდ მადლობას ვუხდით, მხარდაჭერისათვის და დახმარებისათვის საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს. დიდი მადლობა: მოხალისეებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, მშობლებს, ადგილობრივ და ჩამოსულ მონაწილეებს და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ ტურნირის ორგანიზებაში.