რ.ხოფერიას დაბადების დღე

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის გენერალურ მდივანს, ბატუტზე ხტომებში სამგზის მსოფლიო და ოთხგზის ევროპის ჩემპიონს, და მრავალი თასის და ტურნირების გამარჯვებულს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ღირსების ორდენის კავალერს, სპორტის რაინდს ქალბატონ რუსუდან ხოფერიას! ქალბატონო რუსუდან, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!