ქეთევანის ესპანური წარმატება

ესპანეთში, ქ.ურენსში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს ჩემპიონმა ქეთევან არბოლიშვილმა წარმატებით იასპარეზა და მრავალჭიდში დაიკავა პირველი ადგილი, ასევე, საგნების ფინალებში მან კიდევ ორი ოქრო მოიპოვა. ვულოცავთ ქეთევანს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს