ნელი სალაძის თასი

გუშინ ''ნელის სალაძის აკადემიაში'' დაიწყო საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშშ ''ნელი სალაძის თასი''. ნელი სალაძე–დაიბადა თბილისში. მხატვრული ტანმოვარჯიშე, მწვრთნელი. სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964). მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-93). საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებმა უდიდეს წარმატებებს სწორედ ნელი სალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწიეს. მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი. შედიოდა სსრკ ნაკრების მწვრთნელთა შტაბში (1977-82), მისი უშუალო ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (1979), ავარჯიშებდა ბელგიისა (1999-01) და იაპონიის (1992, 96, 00, 02) კლუბების სპორტსმენებს. დასახელებულია წლის საუკეთესო მწვრთნელად (1979), შეყვანილია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი. ამჟამად ქალბატონი ნელი ბრძანდება საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი. ეს ტურნირი ყოველწლიურია და უკვე მე–12 ტარდება. წელს ამ ტურნირზე მონაწილეობას იღებს 7 ქვექნის 160 ტანმოვარჯიშე. ქალბატონ ნელის ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ მრავალი ტურნირის ჩატარებას. მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებულ აპსარეზობას!

სურათები