ნელი სალაძის იუბილე

საქრთველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, სსრკ ორგზის ჩემპიონს ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებულს (1964), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატს, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს-- ქალბატონ ნელი სალაძეს 80 წლის იუბილეს! ქ-ნო ნელი გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და უამრავ წარმატებას თქვენ საქმიანობაში.