მედეას თასი 2019

23-28 ოქტომბერს თბილისმა უმასპინძლა მედეა ჯუღელის სახელობის საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ტანვარჯიშში ""მედეას თასი"".
მედეა (მზია) ჯუღელი (1925-2016 წ.)-ქართველი სპორტსმენი, სპორტული ტანმოვარჯიშე, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, სსრკ შვიდგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, სსრკ სპორტის ოსტატი (1946), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1979). სკკპ წევრი 1962-იდან.
წელს ტურნირში მონაწილეობა მიიღო 40 ტანმოვარჯიშემ 4 ქვეყნიდან.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ გუნდურ ასპარეზობაში, მრავალჭიდში (სინიორები და იუნიორები), და ასევე ცალკეულ იარაღებზე (სინიორები და იუნიორები).