ლუბა გოლოვინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ–ფინალშია

დღეს, სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ბატუტზე ხტომებში. ჩემპიონატს მასპინძლობს ქალაქი ტოკიო. 336 ბატუტისტმა 37 ქვეყნიდან უნდა იბრძოლოს მსოფლიო ჩემპიონობისთვის, გარდა ამისა გათამასდება 8 საგზური გოგონებში და 8 საგზური ვაჟებში ტოკოის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილოების მისაღებად. ჩემპიონატზე საქართველოს წარმოადგენენ ლუბა გოლოვინა და თენგიზი კოშკაძე. ამ წუთებში ცნობილი გახდა რომ ლუბა გოლოვინა მოხვდა 24 საუკეთესო ბატუტისტებს შორის და იასპარეზბს ნახევარ–ფინალში.. თენგიზი კოშკაძეს ნახევარ–ფინალში საასპარეზოდ დააკლდა მხოლოდ 1 ქულა. 30 ნოემბერს გაიმართება ნახევარ–ფინალები, საიდანაც 8 საუკეთესო მოხდება ფინალში. წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებთ ლუბას!