კონგრესი გადაიდო

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი რომელიც უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის 23-25 ოქტომბერს გადაიდო. აღნიშნული კონგრესი ჩატარდება 2021 წლის 29-31 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში. ამ კონგრესზე უნდა მოხდეს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მმართველი პირების არჩევა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და გადაწყვეტა.