ილია გიორგაძე - საპატიო მსაჯი

ქალაქ მიუნხენში (გერმანია) მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. დღეს, მსაჯთა სხდომაზე გაიმართა საპატიო მსაჯების დაჯილდოების ცერემონია. ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბ-ნი ილია გიორგაძე დაჯილდოვდა საპატიო მსაჯის დიპლომით. გილოცავთ ბატონო ილია. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალში!