გილოცავთ ზაურ-მას

დღეს მიმდინარეობს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელი სხდომა და ასევე გამოვლინდება ოლიმპიურ სპორტულ სახეობებში საქართველოს 2022 წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები, ფედერაციები და ა.შ. ამ წუთას შევიტყვეთ რომ კატეგორიაში: საქართველოს 2022 საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში გახდა საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი ბატონი ზაქარია სულაშვილი. ვულოცავთ ბატონ ზაქარიას ამ წარმატებას და ვუსურვდბთ მომავალ წარმატებებს!