საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია გილოცავთ 2023 წელს! ჯანმრთელობის, მშვიდობის და გამარჯვებების წელი ყოფილიყოს საქართველოსთვის 2023 წელი!

დღეს, სპორტული ფედერაციებისა და ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით, ონლაინ პლატფორმა ზუმის მეშვეობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ წარმოდგენილი იყო პროგრამა ''ერასმუს+სპორტი''–ს საინფორმაციო სახის პრეზენტაციები. ონლაინ შეხვედრაში მონაწილოება მიიღო 50–მდე სპორტულმა ფედერაციამ და ორგანიზაციამ. მათ შორის იყო ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი გიორგი გეეგჭკორი. პროგრამა ''ერასმუს+სპორტი''მიზნად ისახავს ევროპული პარტნიორობების მხარდაჭერას მასობრივის სპორტის მიმართულების, სპორტული პოლიტიკის განვითარებისა და სპორტული ერთიანობის პრინციპების დასაცავად.