გილოცათ ქალბატონო ნინო

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელს (სეული, 1988 წელი - ოქრო, ვერცხლი, პეკინი, 2008 წელი - ბრინჯაო), ცხრა ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, მსოფლიოს ჩემპიონს პირად პირველობაში (1989) და ექვსგზის ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში (1986-87, 89-90 - სპორტული + პნევმატური, 91) მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელს (1989-2010), ევროპის ხუთგზის ჩემპიონს პირად და გუნდურ ჩათვლაში (1989-90, 93), მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს (2019), მრავალგზის რეკორდსმენს, სსრკ სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერს ლეგენდარულ ტყვიის მსროლელს-- ქალბატონ ნინო სალუქვაძეს. ქალბატონო ნინო, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს ყველა საქმიანობაში!