გარდაიცვალა ქალბატონი ნინა სალუქვაძე

გვინდა გაცნობოთ , რომ სამწუხაროდ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა ქალბატონი ნინა სალუქვაძე. იგი იყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი , ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ქართული მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებაში. , მან აღზარდა უამრავი წარმატებული და დიდი ტანმოვარჯიშე , მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიში ლალი დოლიძე . იგი მუშაობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. მის მიერ აღზრდილი სტუდენტები გახდნენ მსოფლიოს , ევროპისა და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებულები. იგი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული , მრავალი ნიჭის მქონე მასწავლებელი. ქალბატონმა ნინამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ტანვარჯიშის განვითარებაში. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს მის ოჯახს.