"ევროპის ტანვარჯიშის" ხელმძღვანელობის მოლოცვა, ჩვენი სპორტული აკრობატების ასაკობრივ ჯგუფებში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით

ამ დღეებში, ქალაქი კოიმბრა (პორტუგალია) მასპინძლობს მსოფლიო თასს და საერთაშორისო ტურნირს ბატუტზე ხტომებში. გუშინ, ჩვენმა გოგონებმა: ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ქრისტინე პლეხანოვამ დაიწყეს ასპარეზობა საერთაშორისო ტურნირზე. მათ მშვენივრად გაართვეს თავი ვარჯიშებს და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს! ვულოცავთ გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!