ელისო ბედოშვილი–საქართველოს 2018 წლის საუკეთესო მსაჯი!

27 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წლის სპორტის სამყაროში საუკეთესოები დააჯილდოვა.

ჩვენი ფედერაციის მხატრვული ტანვარჯის მთავარმა მწვრთნელმა, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა, მსოფლიო თასის სამგზის მფლობელმა და ევროპის ჩემპიონმა ჯგუფურ ვარჯიშში (1990წ) ქალბატონმა ელისო ბედოშვილმა გაიმარჯვა 2018 წლის საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში.

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დაიმსახურა.

საუკეთესო სპორტსმენის წოდების გარდა, ცერემონიაზე სპორტსმენები დაჯილდოვდნენ ცალკეულ ნომინაციებშიც. მათგან:

  • საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ნინო ოძელაშვილი - სამბო
  • საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - რევაზ დავითაძე
  • საუკეთესო სპორტსმენი სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში - ლევან საგინაშვილი - მკლავჭიდი
  • საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ასანიძე - ძალოსნობა
  • საუკეთესო ფედერაცია - ჭიდაობის ფედერაცია
  • საუკეთესო გუნდი - ფეხბურთის ნაკრები
  • საუკეთესო მენეჯერი - ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი
  • საუკეთესო პარაოლიმპიელი სპორტსმენი ქალი - ირმა ხეცურიანი - ფარიკაობა
  • საუკეთესო პარაოლიმპიელი სპორტსმენი მამაკაცი - ზვიად გოგოჭური - ძიუდო
  • წლის აღმოჩენად დაასახელეს საქართველოს ფეხბურთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი"), რომელიც უეფას ერთა ლიგაში ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა
  • ასევე, სამინისტრომ სპეციალური ჯილდო გადასცა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას ბათუმში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის

გულითადა ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს, განსაკუთრებით ქალბატონ ელისოს, და ვუსურვებთ მას მომავალ წარმატებებს და წინსვლას.