ჯგუფური გუნდი იბრძოლებს ოლიმპიური საგზურისთვის

წინა კვირას, სოფიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში, საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ჯგუფურ ვარჯიშში გაირა საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდა 24 საუკეთესო გუნდს შორის ( მე-19 შედეგით ). ეს შედეგი გვაძლევს უფლებას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შევეჯიბროთ იგივე გუნდებს პარიზი 2024-ის ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად. მთავარი მწვრთნელი თინათინ ნადირაშვილი , ნაკრების ქორეოგრაფი ნინო ბობოხიძე. გილოცავთ გოგოებო და გისურვებთ ლიცენზიის მოპოვებას და მომავალ გამარჯვებებს!