დაჩის ბრინჯაო

დღეს, ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაიმართა ფინალური ეტაპი სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ეროვნული ახალგაზრდული გუნდის წევრი დაჩი დოლიძე (მწვრთნელი: ილია ვაშაკიძე). დაჩიმ იასპარეზა ტაიჭზე ვარჯიშში და მოუპოვა საქართველოს ბრინჯაოს მედალი! ვულოცავთ დაჩის და სრულიად საქართველოს ამ მედალს და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს