დაჩი დოლიძის ელემენტი

თურქეთის ქალაქი ანტალია მასპინძლობს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში. აღნიშნულ ტურნირზე იუნიორმა ქართველმა ტანმოვარჯიშემ დაჩი დოლიძემ შეასრულა თავისი ახალი ელემენტი ტაიჭზე ვარჯიშში: From pommel circle to 90 degrees turn to Russian wenderswing 270 on one pommel to handstand - D vaule. დღეიდან, ელემენტს დაჩი დოლიძის სახელი დაერქმევა! ასევე, ამავე ჩემპიონატზე დაჩიმ ღერძზე ვარჯიშში მიიღო საუკეთესო შესრულების ქულა და FIG-ის მიერ დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით. ვულოცავთ დაჩის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომვალ წარმატებებს