დაჩი დოლიძე ფინალშია

ამ დღეებში გერმანიაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. დღეს, იუნიორების საკვალიფიკაციო დღე იყო. ჩვენმა ახალგაზრდა, პერსპექტიულმა ტანმოვარჯიშემ დაჩი დოლიძემ ტაიჭზე მშვენივრად იასპარეზა და პირველი ადგილით ფინალში გავიდა. ფინალში დაჩის შვიდი კონკურენტი ეყოლება. წარმატებულ ფინალს ვუსურვებთ დაჩის!