ავსტრალიის გუნდი საქართველოში

25/11/2022- 13/12/2022 პერიოდში გვესტუმრა ავსტრალიის სპორტ- კლუბის სენიორთა ჯგუფური გუნდი, რომელმაც 2 კვირიანი შეკრება გაირა საქართვრლოში. შეკრების მიზანი იყო კვალიფიკაციის ამაღლება და სამომავლო შეჯიბრებებისთვის მომზადება. გუნდი ემზადება საკვალიფიკაციო შეჯიბრებისათვის, რომლის გამარჯვების შემთხვევაში გამგზავრება პარიზი 2024 ოლიმპიურ თამაშებზე. გუნდს ავარჯიშებდნენ ჩვენი მწვრთნელები ლალი დოლიძე ჯანტეზი და მერიემ ჯანტეზი. ასევე, გუნდის კომპოზიციებში კორექტირება შეიტანა ევროპის მხატვრული ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის წევრმა ქალბატონმა ელისო ბედოშვილმა. როგორც ტანმოვარჯიშეები ასევე მათი მწვრთნელი კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ ამ შეკრებით და გამგზარებისას აღნიშნეს რომ მომავალში აუცილებლად ისევ ჩამოვლენ.